Tuesday, July 5, 2016

მეცხრე დღის რეფლექსია

დღევანდელ დღეს განვიხილეთ მოდული 8. მოვახდინეთ სასწავლო პორტფოლიოს ჩვენება. დავამთავრეთ პორტფოლიოს პრეზენტაცია. წარვადგინეთ პრეზენტაციები.გავაკეთეთ კომენტარები და შეფასებები.
გამოვაქვეყნეთ პორტფოლიო ბლოგზე.

Monday, July 4, 2016

მერვე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღეს გავეცანით ფასილიტაციის მასალებს, შვქმენით ფასილიტაციისთვის საჭირო რესურსები

Friday, July 1, 2016

მეშვიდე დღის ტრეინინგი

დღევანდელ ტრეინინგზე განვიხილეთ მოდული 6. ვისაუბრეთ დიფერენცირებული სწავლების მეთოდის ოთხ დონეზე. გავეცანით ფსიქოლოგ ნინო ლაბარტყავას ნამუშევარს, რომელიც საკმაოდ საინტერესო იყო. გავეცით პასუხები პრეზენტაციაში დასმულ შეკითხვებს.
შევავსეთ კითხვარი დიფერენცირებულ სწავლებაზე.
გავიგეთ როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს დამოუკიდებლად მსწავლელის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში და როგორ დავაკმაყოფილოთ მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებები.
შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის შაბლონი, რომელიც მომავალში დამეხმარება მოსწავლეებს გავუმარტივო პრეზენტაციაზე მუშაობა

Wednesday, June 29, 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღის ტრეინინგი დავიწყეთ მოსწავლის ნამუშევრის ერთმანეთისთვის გაზიარებით. გავითვალისწინეთ ერთმანეთის შეხედულებები და შენიშვნები.
ვისაუბრეთ მოდული 5-ზე. ვიმუშავეთ რუბრიკების შექმნაზე, შევქმენით რამდენიმე სახის შეფასების რუბრიკა.

Tuesday, June 28, 2016

მეხუთე დღის ტრენინგი

დღევანდელი დღის ტრენინგზე განვიხილეთ მოდული3. ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე. მათ დაცვაზე და როგორ შეიძლება გამოვიყენოთ სხვისი ნამუშევარი. გაავანალიზეთ თუ რა შემთხვევაში ირღვევა საავტორო უფლებები და რა შემთხვევაში არა.
განვიხილეთ APA  და MLA სტანდარტები, ვისაუბრეთ მათ შორის განსხვავებაზე.
შევქმენით გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი.
განვიხილეთ ინტერნეტი როგორც კვლევისა და საკომუნიკაციო საშუალება.

ვისაუბრეთ ასევე მოდული 4. სასწავლო ნიმუშის შექმნა. როგორ უნდა შექმნას მოსწავლემ თავის ნამუშევარი, რომ პროექტი უვითარებს მოსწავლეს მაღალ სააზროვნო უნარებს, რომ დაინახოს რაშია პრობლემა და ეძებოს მისი გადაჭრის გზები და გამოიტანოს დასკვნა.

Friday, June 24, 2016

მეოთხე დღის ტერინინგი

დღევანდელ ტრენინგზე განვიხილეთ მოდული 2-ის აქტივობა 3. ვიმუშავეთშეფასების გეგმის შემუშავებაზე. გავიგეთ და გავაანალიზეთ რომ პროექტის მსვლელობის დროს გჭირდება უწყვეტი შეფასება. შევქმენით შეფასების დროის ჩარჩო, წინარე ცოდნის შეფასების ფორმა.
   გავიხსენეთ საპრეზენტაციო პროგრამა PowerPoint-ში მუშაობა.
   დავიწყეთ ჩვენი პროექტის პორტფოლიოს მომზადება.

Wednesday, June 22, 2016

მესამე დღის რეფლექსია

დღევანდელ ტრეინინგზე განვიხილეთ მოდული 2. სასწავლო პროექტის დაგეგმვა. გავაანალიზეთ რომ პროექტის დაგეგმვის პირველი ეტაპი მოსწავლეების მიერ მისაღწევი სტანდარტის დადგენაა. შემდეგ მიზანს კი წარმოადგენს შერჩეული სტანდარტებიდან  მიზნებისა და სააზროვნო შეკითხვების გამოკვეთა.გავარჩიეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.გავიგე თუ როგორ უნდა დაისვას სწორად სამივე ტიპის შეკითხვა. მოსწავლეებთან ზოგადი შეკითხვების დასმით შეგვიძლია ცნობისმოყვარეობის აღძვრა რაც საკმაოდ ეფექტური იქნება გაკვეთილზე.